საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დასკვნითი კონფერენცია ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში

2023 წლის 19 დეკემბერს, 12 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა დასკვნითი კონფერენცია ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში: „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“.

 

კონფერენციაში მონაწლეობდნენ პროექტის კონსორციუმის წევრი 9 უმაღლესი სასწავლებელი და მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის სამსახური. კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ხელმძღვნლმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ. მან აღნიშნა, რომ თსუ-ის ფარგლებში სტუდენტთა საკონსულტაციო სამსახური მთელი დატვრითვით მუშაობს, აპრილის თვიდან 200-მდე სტუდენტს მოემსახურნენ ცენტრის კონსულტანტები. ლოდინის რეჟიმში საშუალოდ 30-40 სტუდენტია ხოლმე. ცენტრის კონსულტანტებთან აქტიურად მუშაობენ სუეპრვიზორები, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ასისტენტ პროფესორი მარიამ ფანჯიკიძე და ასოცირებული პროფესორი მედეა დესპოტაშვილი.

 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრის სპეციალისტებმა იზა კობიაშვილმა,  ქეთევან ხინთიბიძემ, ნინო პატატიშვილმა და ცენტრის ოპერატორმა ქეთევან კალატოზიშვილმა.

თარიღი: 31/01/2024